2016 წლის 4 ივლისს "რადიო თავისუფლების" გადაცემა „გენდერულ ამბებში“ ფონდი „კონსტანტას“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და კომპანია ACT-ის გენერალურმა დირექტორმა და ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისათვის“ დამფუძნებელმა თინათინ რუხაძემ ისაუბრეს ქალთა აქტივობის მნიშვნელობაზე ეკონომიკის განვითარებაში, მეწარმე ქალთა ხელშეწყობის საკითხებზე, მენტორობის პროექტზე, რომელსაც ფონდი კონსტანტა და ასოციაცია „ქალები მომავლისათვის“ ერთობლივად ახორციელებენ და ბიზნესფორუმის „ქალები მომავლისათვის - 2016“- ის მიზნებზე.

თანამშრომლობა

ფონდი კონსტანტა თანამშრომლობს ქალ მიკრომეწარმეებთან. მათ შორისაა ახალგაზრდა მიკრომეწარმე მარიამ ქობალია. მარიამს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში აქვს ჰოლანდიური ვარდების სასათბურე მეურნეობა და მისი სურვილია ,ახლო მომავალში თავისი პროდუქციით ზუგდიდის ბაზარი და მაღაზიები მოამარაგოს.

ქალთა გაძლიერება 2016

ფონდი კონსტანტას გენერალური სპონსორობით და აქტიური ჩართულობით დაიწყო პროექტის ,,ქალთა გაძლიერება 2016“ განხორციელება. პროექტის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Speak Up in Georgia“ და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,JCI Georgia”.

პროექტი 2 თვიანია და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეობის დარგში ქალთა რაოდენობის ზრდას და მათ ფსიქოლოგიურ-ემოციურ მხარდაჭერას პროფესიულ ასპარეზზე.

პროექტის ,,ქალთა გაძლიერება 2016“ პრეზენტაცია გაიმართა 2016 წლის 5 მარტს, 12:00-საათზე, Courtyard Marriott-ში.

ღონისძიებას 140-ზე მეტი ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული ქალბატონი დაესწრო. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს, სიტყვით წარდგნენ:

თამარ ლებანიძე - ბანკი კონსტანტას და ფონდი კონსტანტას დამფუძნებელი,

თინათინ რუხაძე - ACT - ის ( საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანია) დამფუძნებელი და დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავლისათვის“ თავმჯდომარე, კომპანია ,,Growin“-ის (ქოუჩინგი, კონსალტინგი, ტრენინგები) თანადამფუძნებელი ,

ნონა მამულაშვილი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი,

თეონა ბაღდავაძე - კომპანია ,,Key Communication“ - ის დამფუძნებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარ ტრენერი, მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,

ნათია ფანჯიკიძე და ქეთევან ჭყოიძე-ექსპერტები ფსიქოლოგიის დარგში.

მენტორობის პროგრამა ქალთა ბიზნესების განვითარებისთვის 2016


ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა ფონდი კონსტანტას საქმიანობის ერთერთი მთავარი მიმართულებაა. 2016 წლის მარტიდან ფონდი კონსტანტა და ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „მენთორობის პროგრამა ქალთა ბიზნესების განვითარებისთვის 2016“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ბიზნესების განვითარებას შესაბამისი ბიზნეს უნარების შეძენისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. პროექტში მონაწილეობენ ასოციაციაში გაერთიანებული მეწარმე ქალბატონები.
პროექტის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები შეიძენენ ცოდნას ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და ფინანსური მართვის მიმართულებით. ისინი მიიღებენ ასევე მნიშვნელოვან მხარდაჭერას მენთორებისგან, რაც შემდგომში დაეხმარება მათ მიღებული თანხა (5 ათასი ლარის ოდენობით) სწორად მიმართონ თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.

18 აპრილს შეირჩა „მენტორობის პროგრამა ქალთა ბიზნესების განვითარებისთვის 2016“ პირველი მონაწილე სოფო ჯიქია - „ჩირიფრუტი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი, რომლემაც შერჩევის ყველა ეტაპზე დაასაბუთა და დაარწმუნა კომისია თუ რატომ უნდა გახდეს ის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ პროგრამით სოფოს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აქვს რამოდენიმე თვის განმავლობაში იმუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად. მას მენტორობას გაუწევენ გამოცდილი, წარმატებული ადამიანები: თამარ ლებანიძე, თინათინ რუხაძე, ლევან ლებანიძე, ზვიად მირიანაშვილი. გარდა ცოდნის და გამოცდილების შეძენისა, სოფოს გადაეცემა ხუთი ათასი ლარი, რაც დაეხმარება მას განავითაროს წამოწყებული ბიზნესი.

.

გზამკვლევი მიკრომეწარმეებისათვის