ფონდი "კონსტანტას" საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს რეგიონებში 

მცირე ფერმერთა და კოოპერატივების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.


  2015 წელს ფონდმა ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანასთან"ერთად მონაწილეობა მიიღო პროექტში - „თხილის სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოწარმოების ჯაჭვის აწყობა მცირე ფერმერებისათვის საქართველოში“ .

პროექტი მიზნად ისახავს თხილის მიწოდების ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობას მეთხილეობის სექტორში ჩართული მცირე ფერმერების მობილიზებით, მათი კოოპერაციის ხელშეწყობით, თხილის წარმოების საკითხებზე ტექნიკური ტრენინგების მიწოდებით და ბიოწარმოებისა და სამართლიანი ვაჭრობის სერტიფიცირების ჯგუფური სისტემების დანერგვის გზით.

მუშაობის პროცესში შეირჩა მეთხილე ფერმერთა 4 საინიციატივო ჯგუფი და ერთი კოოპერატივი სამეგრელოსა და იმერეთში, რომლებსაც პროექტთან თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდათ.

შერჩეულ ჯგუფებს პროექტმა ფონდ „კონსტანტასთან“ თანამშრომლობით ხელი შეუწყო ჩამოეყალიბებინათ სამწლიანი განვთარების ხედვა და მოემზადებინათ დეტალური ბიზნესგეგმები.

შერჩეულ ჯგუფებთან ფონდმა ჩაატარა ტრენინგები კოოპერატივის ჩამოყალიბების და განვითარების საფუძვლეის შესახებ და დაეხმარა მათ ბიზნეს გეგმების შექმნაში.

2015 წლის ივლისში ოთხივე საინიციატივო ჯგუფი კოოპერატივად ჩამოყალიბდა და მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი

ფონდი "კონსტანტა" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე ფერმერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

ფოტო გალერეა