2007 წლის ბოლოს საქართველოს კანონმდებლობის  მოთხოვნის თანახმად (საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ) ,კონსტანტამ დააარსა კომერციული ორგანიზაცია „ბანკი კონსტანტა“, რომელმაც შემდგომში წარმატებით გააგრძელა ფონდის მიერ დაწყებული საქმიანობა საქართველოს საფინანსო სექტორში.

 2007 დან 2011 წლამდე ბანკი კონსტანტა წარმატებულად  ვითარდებოდა და დამსახურებულად იკავებდა ერთ-ერთ მოწინავე ადგილს მიკრო და მცირე ბიზნეზის დამფინანსებელთა შორის. ამ პერიოდში სხვადასხვა ინოვაციური მეთოდოლოგიის განვითარებით ბანკმა შეძლო მნიშვნელოვნად გაეფართოვებინა მომსახურების არეალი.

 2011 წლის მარტში ბანკის აქციონერები და მათ შორის მთავარი აქციონერი - ფონდი კონსტანტა - სახელმწიფო მოხელეების უხეში ჩარევის შედეგად იძულებული გახდნენ გაესხვისებინათ ბანკის აქციები.  ბანკი კონსტანტას მაჟორიტარი აქციონერი გახდა თიბისი ბანკი.

 2011– დან 2015 წლამდე  ბანკი კონსტანტა წარმატებით აგრძელებდა განვითარებას.  2014 წელს იგი 60 ფილიალით იყო წარმოდგენილი ქართულ საფინანსო ბაზარზე და  საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდ დამფინანსებელს წარმოადგენდა როგორც მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის ასევე  სასოფლო–სამეურნეო სექტორში.  2015 წლის იანვარში თიბისი ბანკმა განახორციელა ბანკი კონსტანტას შერწყმა.
 
 დაარსებიდან კონსტანტა (ფონდი და ბანკი) მოემსახურა 900 000ზე მეტ მცირე მეწარმეს და ფერმერს. კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარა  1900 –ზე მეტ თანამშრომელსა და 600–მდე სოფლის კონსულს.

 2015 წლის იანვარში, ბანკი კონსტანტას თიბისი ბანკთან შერწყმის შემდეგ  მმართველმა გუნდმა დატოვა ბანკი და განაგრძო მუშაობა ფონდ კონსტანტაში.