ჩვენი გუნდი

sdek     თამარ ლებანიძე არის ფონდი კონსტანტას გამგეობის თავმჯდომარე. ამავდროულად ქალბატონი თამარი არის საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ECLOF International დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. იგი იყო ბანკი კონსტანტას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2007 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე. 1997 – 2004 წლებში იგი მუშაობდა ფონდი კონსტანტას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2004 წლის თებერვლიდან 2007 წლამდე იგი იყო ფონდი კონსტანტას გამგეობის წევრი. ქალბატონ თამარ ლებანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის განვითარებაში, ასევე აქვს საერთაშორისო მიკროსაფინანსო სექტორთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005 -2008 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციას. 2002 წლიდან იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დირექტორთა საბჭოებში კერძოდ,აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიკროსაფინანსო ცენტრი - MFC (2002 – 2005), მიკროსაფინანსო ქსელი -MFN (2012- დღემდე ).
2004 – 2005 წლებში თამარ ლებანიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იყო საქართველოს მთავრობის წევრი.
მას აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მუშაობის ხანგძლივი გამოცდილება, მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: Save the Children USA (გადავარჩინოთ ბავშვები, აშშ); MSF/MEDICINES SANS FRONTIERS/ HOLLAND (ექიმები საზღვრებს გარეშე /ჰოლანდია)და ა.შ
ქალბატონ თამარს აქვს ასევე მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


sdek2     ლევან ლებანიძე არის ფონდი კონსტანტას გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. ამავდროულად ბატონი ლევანი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008-2014 წლებში იგი იყოს “ბანკი კონსტანტას” გენერალური დირექტორი. უფრო ადრე, 2004-2007 წლებში,ფონდი კონსტანტას აღმასრულებელი დირექტორი.იგი კონსტანტაში მუშაობს 1999 წლიდან. მანამდე, 1996 - 1999 წლებში მუშაობდა Ogilvy PR Worldwide & Huks (ჰელსინკის უნივერსიტეტის ცოდნის სამსახური) Consortium, ჯერ როგორც კავკასიის რეგიონული ოფისის მენეჯერი თბილისში და შემდეგ, როგორც პროექტის მენეჯერი ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის (ყაზახეთში ). უფრო ადრე,1994 წელს მუშაობდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია Equilibre International -ში ლოჯისტიკის მენეჯერად. მანამდე მან რამდენიმე წელი გაატარა არქეოლოგიური კვლევისცენტრში, როგორც მეცნიერ-მუშაკმა.
განათლება:
2007- 2011 ABA Stonier Graduate School of Banking;
2002-2004 ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა , ზოგადი მენეჯმენტი, ESM თბილისი.
1995-1996 ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა ბუდაპეშტში.
1983-1988 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


1a2c463    ნათელა თურნავა ფონდი კონსტანტას გამგეობის წევრია 1999 წლიდან.2013 წლის აგვისტოდან ქალბატონი ნათია არის სს "საპარტნიორო ფონდის"გენერალური დირექტორის მოადგილე . 2010-2013 წლებში . იგი იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მანამდე, 2008-2013 წლებში იყო საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2007-2010 წლებში იკავებდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას.მანამდე, 2000-2006 წლებში იგი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, 1999 წელს იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 1998-2000 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფროსის მოადგილე და თბილისის საკრებულოს წევრი.
განათლება:
2012-2014 MBA in Leadership and Sustainability, University of Cumbria, UK, in collaboration with Robert Kennedy College (Zurich)
1986-1994 . ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი



Untitled     მანანა ჯახუა არის ფონდი კონსტანტას გამგეობის წევრი 1999 წლიდან.

ქალბატონი მანანა არის რადიო " მწვანე ტალღის" მფლობელი და გენერალური დირექტორი და ასოციაცია "მწვანე ტალღის" თავმჯდომარე 1995 წლიდან. მას აქვს მასმედიის სფეროში და ზოგადად, ჟურნალისტიკაში მუშაობის ასევე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.







Untitled   გელა ვარძიაშვილი არის ფონდი კონსტანტას გამგეობის წევრი. ბატონი გელა არის სამშენებლო კომპანია " Global Enterprise" მფლობელი 2007 წლიდან. 2006-2007 წლებში იგი იყო "ჰაიდელბერგ ცემენტი საქართველოს"გენერალური დირექტორიი. 2003-2006 წლებში იყო “საქცემენტის“ გენერალური დირექტორი.მანამდე ის იყო "GT მობაილ" საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე. უფრო ადრე,1997 - 2000 წლებში იგი იყო კომპანია - " Hill Top International” – ის გენერალური დირექტორი ყაზახეთში.







 MG 6983    ზვიად მირიანაშვილი არისფონდი კონსტანტას კონსულტანტი. ამავდროულად ბატონი ზვიადი არის მოკროსაფინანსო ორგანიზაცია „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი . იგი ფონდ კონსტანტაში მუშაობს დაარსების დღიდან. თავდაპირველად მუშაობდა მთავარ ბუღალტრად, 2001 წლიდან კი ფინანსურ მენეჯერად. 2005 წელს იგი გახდა ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი.2008 წელს მან დაიკავა ბანკი კონსტანტას გენერალური დირექტორის მოადგილის და ბანკი კონსტანტას ფინანსური დირექტრის პოზიცია.2007 წლამდე მუშაობდა სს„ქართულ-თურქულ ბანკში“ და Georgian Trade Limited-ში . იგი ასევე არის MFC ( მიკროსაფინანსო ცენტრი, ვარშავა, პოლონეთი) -ის სერტიფიცირებული ტრენერი
განათლება:
2007-2011 ABA Stonier Graduate School of Banking
2002-2004 ფინანსური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ESM თბილისი .
1989-1994 ეკონომიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1992-1993 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური ფაკულტეტი , ბიზნესის უმაღლესი სკოლა