ფონდი კონსტანტა

ფონდი კონსტანტა - პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში დაარსდა1997 წელს , როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი. მან მუშაობა დაიწყო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებით. მისი თავდაპირველი დამფინანსებელი იყო ამერიკული ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები - Save the Children (SC) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი- UNHCR. 1999 წელს კონსტანტამ მიიღო დაფინანსება SC/USAID (ამერიკის მთავრობის განვითარების სააგენტო)–სგან და მნიშვნელოვნად გააფართოვა ოპერაციები. კონსტანტამ განავითარა მიკროდაკრედიტების წარმატებული მოდელი, დააარსა რეგიონალური ფილიალები და გახდა მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით. 2001წელს კონსტანტამ დანერგა მომსახურების ახალი მეთოდოლოგია, ჯგუფური სესხების გარდა შეიმუშავა სხვა ფინანსური პროდუქტები:ინდივიდუალური,სასოფლო–სამეურნეო და მცირე ტურიზმის განვითრებისათვის განკუთვნილი სესხები, რასაც შედეგად მოყვა მისი საქმიანობის სწრაფი გაფართოება.
სრულად

 ფონდის მისიაა საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ფერმერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური ჩართულობის მხარდაჭერა

ელ.მისამართი : Info@constantafoundation.ge
ტელეფონი : +995 570 107 587

ცაგარელის ქუჩა #53
ქ.თბილისი,საქართველი 0194